ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სირიის ქალაქ რას ელ-აინში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ქურთი მებრძოლების ინფორმაციით, სირიის ქალაქისკენ სროლა თურქეთის მხრიდან ხორციელდება, თუმცა ამაც უარყოფს თურქული მხარე და ამბობს, რომ შეთანხმებას ასრულებს.
ელ-აინში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები საქართველოს პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა.
შეგახსენებთ, აშშ-სა და თურქეთს შორის მოლაპარაკების შედეგად, თურქული მხარე სამხედრო ოპერაციის ხუთი დღით შეჩერებაზე დათანხმდა.
ავტორები – ლიკა ალელიშვილი, ირაკლი გედენიძე