ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რომში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ბანერი ჩამოხსნეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო უწყება შეშფოთებულია რამდენიმე დღის წინ  რომში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ მათი ოფისის ფანჯრები ღამით, უცხო პირებმა ჩაამტვრიეს და იქვე კედელზე ჩამოკიდებული ბანერი ჩამოხსნეს. როგორც ცხინვალში ე.წ. ჩინოსნები აცხადებენ, “ეს ვანდალური აქტი” იტალიაში მყოფი ქართველების ჩადენილია.

“ჩვენ არ ავყვებით პროვოკაციას” – ამბობენ დე ფაქტო ე.წ. რესპუბლიკის ჩინოსნები. მიუხედავად ამისა, ისინი იმედს არ კარგავენ, რომ ახლო მომავალში შენობის წინ ზეიმი უნდა გაიმართოს და აღნიშნულ ბანერს საზეიმოდ მაინც გააკრავენ აღნიშნულ ადგილზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის სიმბოლიკით.

როგორც ისინი აცხადებენ, იტალია არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუმცა წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მათ მაინც მისცეს.

 

იტვირთბა....