შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ნასაკირალის გადასახვევთან, ოზურგეთის ლესას ცემენტოვან გზაზე მოხდა. ამის შესახებ “გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა აცნობეს.
ცეცხლი ოპელის მარკის ფურგუნის ტიპის მსუბუქ ავტომანქანას გაუჩნდა. მძღოლმა მანქანის შეჩერება და მანქანიდან მგზავრების გადმოყვანა შეძლო, თუმცა მანქანა მთლიანად დაიწვა.
ავტომანქანას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის მკვიდრი ო. კ. მართავდა და მასთან ერთად ავტომანქანაში მისი მეზობელი ქალბატონები იმყოფებოდნენ. ცეცხლის საბოლოოდ ჩაქრობა ადგილზე სახანძრო ბრიგადის მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
“გურიის მოამბე”