“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ ჩვენ დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცესს. შეუძლებელია, მკვლელები, ნარკორეალიზატორები და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში შემჩნეული ადამიანები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ ერთი ხელის მოსმით, ერთ დღეს. აქ არის ინტერესები და როგორც წესი, ინტერესები დაკავშირებულია ფულთან”
რომან გოცირიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირთა შორის მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირებიც მოხვდნენ, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილიც იმყოფებოდნენ.