ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შეთანხმების მიღწევამდე, აშშ თურქეთიდან ბირთვული იარაღის გატანის საკითხს განიხილავდა

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, თურქეთში, აშშ-ის სამხედრ-საჰარეო ბაზაზე განთავსებული ტაქტიკური მნიშვნელობის, 50 ბირთვული იარაღის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

როგორც გარდიანი წერს, თურქული ძალები სირიაში ერთი ლვირის წინ შევიდნენ.

“პრეზიდენტმა ტრამპმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუწოდა თურქეთს, შეაჩერონ ძალადობა და დათანხმდნენ მოლაპარაკებას. დღეს სიამაყით გატყობინებთ, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი მმართველობის წყალობით და პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქეთთან აშშ-ის მტკიცე ურთიერთობის დამსახურებით, აშშ-ი და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თურქული მხარე დააპაუზებს ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ მომდევნო 120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

ქურთების შეიარაღებული ძალები გადაიწევენ სადემარკაციო ხაზის მიღმა, თურქეთ-სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრით – ამას თურქული მხარე უსაფრთხო ზონის შესაქმნელად მოითხოვდა.

პენსი ამბობს, რომ აშშ თურქეთს დამატებით სანქციებს აღარ დაუწესებს და დონალდ ტრამპი მზად არის, უკან გაიწვიოს ანკარისთვის დაწესებული სანქციები, როგორც კი სირიაში ცეცხლი შეწყდება.

აღსანიშნავია, რომ ამ იარაღის გატანაზე საუბარი პირველად არ ხდება.

17 ოქტომბერს გავრცელეებული ინფორმაციის თანახმად, აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება.

გუშინ კი მედიაში გასაჯაროვდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართ, რომელშიც ქურთებთან მორიგებაზეა საუბარი.

წერილი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და ტრამპი ერდოღანს ეუბნება “რომ სულელი” არ იყოს.

“ბატონო პრეზიდენტო:

მოდი, კარგი გარიგება შევიმუშაოთ! შენ არანაირად არ გინდა, ათასობით ადამიანის განადგურებაზე იყო პასუხისმგებელი, მე კი არ მინდა, პასუხისმგებელი ვიყო თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე — და ვიზამ! ამის მცირე მაგალითი პასტორ ბრენსონის შემთხვევაში უკვე გაჩვენე.

ძალიან ბევრი ვიმუშავე შენი რამდენიმე პრობლემის მოსაგვარებლად. მსოფლიოს იმედი არ გაუცრუო. შეგიძლია, მშვენიერ შეთანხმებას მიაღწიო. გენერალი მაზლუმი მზადაა, შენთან მოლაპარაკებები აწარმოოს და წამოვიდეს ისეთ დათმობებზე, რომლებზეც წარსულში თანახმა არასდროს იქნებოდა. კონფიდენციალურად გიგზავნი მისი წერილის ასლს, რომელიც ახლახანს მივიღე.

ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუკი ამ საქმეს სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. თუ კარგი რამეები არ მოხდება, სამუდამოდ ეშმაკის სახელი გექნება. არ გაჯიუტდე! ნუ იქნები სულელი!

მოგვიანებით დაგირეკავ” – წერს ტრამპი ერდოღანს.

როგორც BBC იუწყება, როცა ერდოღანმა წერილი წაიკითხა ნაგავში მოისროლა.

იტვირთბა....