ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას მყარად უჭერდა მხარს, თუმცა ეს საკითხი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაბლოკა.
„გერმანელები ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის ყველაზე მეტად ცდილობდნენ კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ რუსეთთან. ეს გასაგებია, ქვეყნის დრამატული ისტორიიდან გამომდინარე. გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ცდილობდა არ გატარებულიყო ისეთი პოლიტიკა, რასაც დაპირისპირება მოჰყვებოდა რუსეთთან“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან” ინტერვიუში.