“დროა “ფეისბუქი” დაიშალოს” , – ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდელმა, მარკ ბენიოფმა განაცხადა.
როგორც Salesforce-ის დამფუძნებელი განმარტავს, ეს სოციალური ქსელი დამოკიდებულებას იწვევს, რაც კარგი არც ზრდასრულთათვისაა და არც ბავშვებისთვის.
“ის დამოკიდებულებას იწვევს, რაც არც თქვენთვისაა კარგი და არც თქვენი შვილებისთვის. Facebook- ი ავრცელებს ცრუ ინფორმაციის შემცველ პოლიტიკურ რეკლამებს, გარდა ამისა, სხვა კომპანიების მონაცემებს [Instagram, WhatsApp და სხვა პლატფორმები], ურევს თავისაში. მას, როგორც მსოფლიოში უზარმაზარ სოციალურ მედია პლატფორმას, განუზომელი გავლენა აქვს და ვფიქრობ, დროა დაიშალოს”. – განაცხადა ბენიოფმა.