ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაკავებისას უთქვამს, ცოლი ჩემი შარვლის ქამრით გავგუდეო” – ბოლნისში მომხდარ მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები ყვებიან

ბოლნისში, ქმრის მიერ ახალგაზრდა ცოლის მკვლელობაზე ღიად საუბარს გაურბიან. სოფელ ტალავერში, სადაც 30 წლის მამაკაცი ილგარ ნასიბოვი ბრალდებულია მეუღლის ქამრით გაგუდვაში, ადგილობრივები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ნასიბოვმა 25 წლის მეუღლის ცხედარი პოლიციაში მიიტანა და სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ადგილობრივები “ნიუპოსტის” ჟურნალისტთან პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცი ეჭვიანი იყო. ცნობილია, რომ ბრალდებულმა სოფელი ტალავერი წლების წინ დატოვა და ნიჯარ ნასიბოვითან ერთად ბაქოში ცხოვრობდა. ილგარ ნასიბოვი მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა და ცოლთან ერთად 3 მცირეწლოვან ბავშვს ზრდიდა.

“2 დღის ჩამოსულები იყვნენ, კონფლიქტის რაიმე ნიშანი არ შეგვიმჩნევია. ილგარმა თქვა, რომ ცოლთან ერთად ნათესავთან მიდიოდნენ. მამამისის მანქანაში ჩაისვა ნიჯარი. ბავშვები კი ძმას და რძალს დაუტოვეს. როგორც ამბობენ, ცოლი სასაფლაოსთან მიიყვანა და იქგაგუდა. დაკავებისას უთქვამს ჩემი შარვლის ქამრით გავგუდეო. იმასაც ჰყვიროდა თურმე, არ ვიცი ეს რატომ გავაკეთეო” – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

დაღუპულს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დავით ჯაბაშვილი

newposts.ge

იტვირთბა....