aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დვალსა და აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ, სარჩელი ხანდაზმულია” – სალია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სარჩელი ხანდაზმულია,- ასე ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

პაატა სალიას განმარტებით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადები დაცული იყო.

„ადრეა ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე”, – აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ  „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს.

მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

იტვირთბა....