ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტში, ბოკერიასა და კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს უსმენდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიგა ბოკერიას გაღიზიანება რომან კაკულიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რა დროსაც კაკულია მინისტრს სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა.

„პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ იმ წუთას. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი“, – განაცხადა კაკულიამ.

აღნიშნულზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ კაკულია მას შეურაცხყოფას აყენებდა. „მოღალატეობას მაბრალებთ? – აღნიშნა ბოკერიამ, რაზეც კაკულიამ დასძინა -„თქვენ რომ იცით შეურაცხყოფები ისეთი უნდა, უსაფუძვლო“.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გიგა ბოკერიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ბატონო გიგა, ქუჩაში არ ხართ“, – მიმართა ჩუგოშვილმა ბოკერიას. ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს მოუსმენენ. მთავარი საკითხი, რაზეც დეპუტატები დავით ზალკალიანს კითხვებს დაუსვამენ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

იტვირთბა....