პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების საჭიროება არ აქვს, რის გამოც მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მთავარია სახელმწიფოებრივი მიდგომა, ის თუ რა არის სწორი.
“მინდა, შეგახსენოთ, რომ თვითონ ვიყავი ინიციატორი რეგლამენტში ცვლილებების, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არა ოთხი, არამედ ერთი წლის ვადით უნარჩუნდება სახლმწიფო დაცვა. მე ვიყავი ამის ინიციატორი, რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ზედმეტია აბსოლუტურად პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზეც. ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე? ”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.