ქუთაისში, სკოლის მეორე სართულიდან სამი მოსწავლე გადახტა - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, სკოლის მეორე სართულიდან სამი მოსწავლე გადახტა

დღეს, ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამი მეათეკლასელი მეორე სართულის ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.

ერთმა მოზარდმა ფეხი დაიზიანა. ის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

ამავე თემაზე
იტვირთბა....