ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „წმინდა მთაზე“ ცხენით გაემგზავრა. ადგილობრივმა მედიამ კიმ ჩენ ინის მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მთა პაეკტუს მწვერვალზე ადის. „ბიბისი“ წერს, რომ ასეთი მოგზაურობის შემდეგ კორეის ლიდერები ყოველთვის „მნიშვნელოვან განცხადებას“ აკეთებენ ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ მთა პაეკტუ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. გადმოცემის თანახმად სწორედ ამ მთაზე დაიბადა კიმ ჩენ ინის მამა.