ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ტვ იმედთან საუბარში განაცხადა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლუვებენ.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ კონსორციუმმა დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა და ვალდებულება ნაწილობრავადაც კი არ შეასრულა.
მისი თქმით, ეს პროექტი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია და ოპონენტებს, მათ შორის კონსორციუმსაც “არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება”, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის კონსორციუმს პორექტის განხორციელებაში.
“ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე, საერთაშორისო ბანკებიდან 400-მილიონიანი სესხი”- თქვა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ის მიესალმება იმ ინვესტორების არსებობას, რომელზეც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.