საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შემთხვევა თავდაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე მოხდა. დეპუტატებს მედიის წარმომადგენლებთან არ დაუკონკრეტებიათ, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
კომიტეტზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ.