ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გერმანიის სასამართლომ ნაგვიდან პროდუქტების ამოღება ქურდობად აღიარა

ნაგვიდან პროდუქტების ამოღებაგერმანიის სასამართლომ  ქურდობად აღიარა. როგორც გერმანული გამოცემა “ნორდბაიერნ.დე” იუწყება, შესაბამისი ვერდიქტი ბავარიის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა.

საქმე ეხება 2018 წელს დაწყებულ ხმაურიან დავას, როდესაც ორმა სტუდენტმა ერთ-ერთი სუპერმარკეტის ნაგვის კონტეინერი გახსნა და საკვები პროდუქტები ამოიღო. გამოძების ცნობით, პროდუქტების შენახვის მინიმალური ვადა ჯერ გასული არ იყო. ამის გამო, 2019 წლის იანვარში სტუდენტ გოგონებს რვა საათით იძულებითი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯეს. მათ ასევე მოუწიათ 225 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც.

გოგონებმა ეს ვერდიქტი გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკვები პროდუქტები სუპერმარკეტს ეკუთვნის, მაშინაც კი თუ ის ნაგავში გადააგდეს.

კვლევის მიხედვით, გერმანიაში ყოველწიურად 13 მილიონ ტონა საკვებ პროდუქტს ნაგავში ყრიან.

იტვირთბა....