aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაძალადევის რაიონში გულრიფშის ქუჩაზე დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. „ჯივიპის“ ჯგუფი, რომელიც ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ პრობლემის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს.

​როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრა.

როგორც თვითმხილველებმაგანაცხადეს, ადგილზე ძლიერი ხმა გაისმა, რასაც წყლის ნაკადი მოჰყვა. დატბორილია რამდენიმე ქუჩა და სახლი.

მილსადენის დაზიანების გამო, ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....