“მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია რეალურად კი არ აკრიტიკებენ ერთმანეთს, არამედ აქებენ. მათი მიზანია, გაითამაშონ სპექტაკლი, მიზანსცენა, რომლითაც მოატყუებენ, შეცდომაში შეიყვანენ ამომრჩეველს. ეს არის პოლიტიკური შამანობა ნადირობის წინ, რადგან ისინი არჩევნებს განიხილავენ, როგორც ნადირობის პროცესს. ამომრჩეველს, სამწუხაროდ, განიხილავენ, როგორც მოსანადირებელ ერთეულს. ამიტომ მიდიან და მოდიან ნებისმიერ პოპულიზმზე, მათ შორის რელიგიის ექსპლუატაციაზე, რელიგიის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნებისთვის. ვფიქრობ, ამის შეფასება მოსახლეობას არ გაუჭირდება”
ზაზა გაბუნია – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი