ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს, ეკონომიკის სამინისტრო არ ადასტურებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს.

იტვირთბა....