ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის.
მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა. სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს და თუხთუხებს, მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.