მთავარი ციტატა

„ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი”

„ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი, იქნებ, სხვა ღმერთს ვგულისხმობდი, არა უმრავლესობის”, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოერია იმ კრიტიკას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა.

ბოკერიას თქმით, მას უბრალოდ ფრაზა აერია.

ის ასევე დასძენს, რომ „ეკლესიური არ არის.

„ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი. იქნებ, სხვა ღმერთს ვგულისხმობდი, არა უმრავლესობის. ფრაზა ამერია უბრალოდ. მე ვამბობდი ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რომ ისევ ომი მოგვიწიოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამთლიანდეს სამშობლო-მეთქი.
ყველაზე კომიკური ამ ყველაფერში იყო, რომ ამაზე რეაგირება მოახდინეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმაც კი, დეპუტატებმა, მაგალითად თინა ბოკუჩავამ და სხვებმა „ფეისბუქზე“. ჩათვალეს რომ ეს სააკაშვილის განცხადების მარეაბილიტირებელი განცხადება იყო. ეს კომიკურია, რადგან პრობლემა ღმერთის ხსენება კი არ არის, ღმერთის ხსენება ნორმალური ამბავია, პრობლემა არის, თუ შენ ამ თემას იყენებ ოპონენტზე თავდასხმისთვის შავრაზმული პოზიციებიდან“,- განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....