ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭაუხების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მწვერვალზე ორი ადამიანი დაშავდა

სტეფანწმინდის რაიონში, სოფელ ჯუთაში, ჭაუხების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის ჩაერთო.

“ჯუთას მიმართულებით დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს. ისინი ამაჯამად სტაციონარში იმყოფებიან, სადაც ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარება უწევენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”.- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იტვირთბა....