უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ, 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის იერარქების რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი ამიერიდან უკრაინელ მთავარეპისკოპოს ეპიფანიოსს რელიგიური მსახურების დროს მოიხსენიებს და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრად ჩაითვლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიამ გაავრცელა