ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება

13 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას, – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის 15 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული კონსტრუქცია არ ითვალისწინებს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის განთავსებას.

იტვირთბა....