aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ – საპარლამენტო ჯილდოებს ახალი სამკერდე ნიშანი ემატება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატების – გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, – საპარლამენტო ორდენსა და პარლამენტის მედალს სამკერდე ნიშანი – „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაემატება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის.

აღნისნული სამკერდე ნიშანი საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომლებს გადაეცემათ, თუ მათი წახალისებების რაოდენობა დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას აღემატება და ამ სამკერდე ნიშნით დაჯილდოების პერიოდში მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ მოქმედებს.

სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ სამკერდე ნიშნის აღწერილობას დაადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

“ამგვარი ტრადიციისა და ერთგვარი ინსტიტუციური მეხსიერების დანერგვა პარლამენტის აპარატს სტაბილური განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს“, – განმარტავენ ცვლილებების ავტორები.

რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების პროექტი 14 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

იტვირთბა....