მთავარი ციტატა

„12 ოქტომბერი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა, გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, როგორი უბედურებაა კონფლიქტი”

„12 ოქტომბერი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა.

სამ წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ამ უმძიმესი ფაქტიდან.

გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას.

კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა”.

ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

იტვირთბა....