ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა სტრასბურგის სასამართლომ”

„მაშინ, როდესაც ამ ადამიანის, ბატონი ირაკლი ბათიაშვილის მიმართ განხორციელდა მთელი რიგი უკანონო, დანაშაულებრივი ქმედებები, გუშინდელი სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი. სტრასბურგმა რეალურად დაუსვა წერტილი კიდევ ერთხელ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს და შეაფასა, რომ იმ დროს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა”

ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

იტვირთბა....