“მოხარული ვარ, რომ სამართალმა პური ჭამა. ჩემ საქმეში აშკარა იყო, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ციხეში ჩემს ჩასასმელად”
ირაკლი ბათიაშვილი
“საზოგადოებრივი მაუწყებელი”
სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.