„ყველანაირად მაქვს განცდა, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გააკეთა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, გაუჭირდება თქმა, თუ რატომ არ მიანიჭა მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი.
“მთავარმა პროკურატურამ სამართლებრივად რატომ მიიჩნია ისე, რომ მას დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდეს, ამის თქმა გამიჭირდება. ჩემი დაკვირვებით და ვფიქრობ, რომ მას ასეთი სტატუსი უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს ჩუგოშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად. დაზარალებულთა შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა.