ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეო უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს. უწყება მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ და შეეცადონ გარეთ არ გავიდნენ.

“იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....