ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხვალ იურისტები შალვა თადუმაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ

იურისტ ზაზა ხატიაშვილის თქმით, ხვალ რამდენიმე იურისტი პროკურატურაში შალვა თადუმაძის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანს.

“შალვა თადუმაძე უნდა იქნეს მიცემული პასუხისმგებლობაში და მის მიმართ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. რამდენიმე იურისტი დღეს ვწერთ საჩივარს და ვითხოვთ ამ ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. ხვალ 11-ის ნახევარზე ვიკრიბებით. ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ვალდებულება. გამოძიება ახლა არ დაიწყება, მაგრამ 1 წელში ხომ დაიწყება”, – განაცხადა ხატიაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში.

 

იტვირთბა....