“ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია “ქართული ოცნების” მაისური… ეს ადამიანი მოსამართლე არ არის. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს”
აღნიშნული განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი კერატიშვილის მისამართით მას შემდეგ გააკეთა, რაც კერატიშვილმა ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
დარბაზიდან გაძევებამდე კი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მოსამართლეს მიმართა:
“ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს”.