ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვა დრო, როცა პარლამენტიდან ციხეში წახვალთ” – ინაშვილი ბოკერიას

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი  იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გიგა ბოკერიას დაუპირისპირა.

მოსმენაზე ირმა ინაშვილის მიერ განცხადების გაკეთების წინ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ქალბატონ ირმას არ ეწყინებოდა, თუკი ბიუჯეტის მოსმენაზე წავიდოდნენ“.

სწორედ ამას მოყვა ირმა ინაშვილის პასუხი: „ბატონი გიგა, საერთოდ ნუ მომისმენთ, საერთოდ ნუ იქნებით დარბაზში, პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში, ძალიან დამავალებთ, მოვა ეგ დროც ძალიან მალე, გარწმუნებთ მაგაში“.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ.

 

იტვირთბა....