ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზარდიაშვილი სარგებლობს ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერით” – იონათამიშვილი

“სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ვანო ზარდიაშვილი სარგებლობს ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერით”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” საუბრისას რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ზარდიშვილის პრიორიტეტია, რა პოზიციაც არ უნდა გააჩნდეს, იყოს ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში.

“ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა ღირსების არჩევანი, როდესაც დატოვა დეპუტატის მანდატი და ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თავისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მე მინდა გითხრათ, რომ მანდატის დატოვება ნიშნავს პოლიტიკიდან წასვლას, მაგრამ არ ნიშნავს გუნდიდან და პარტიიდან წასვლას. ვანო ზარდიაშვილი რჩება ჩვენი გუნდის აქტიურ წევრად და მხარდამჭერად ჩვენი პარტიის…

მან მანამდეც გააკეთა განცხადება, რომ მას არ ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიური ხმით მონაწილეობის სურვილი. ზარდიაშვილი არ აპირებდა მეორე ვადით დეპუტატობას. ის პრიორიტეტად მიიჩნევს, რომ რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა გააჩნდეს, იყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სამსახურში და ჩვენ ამ სასამხურში ყოფნას, ცხადია, ერთად გავაგრძელებთ მიუხედავად იმისა, გვეკავება პარტიული თანამდებობა, გვეკავება პოლიტიკური თანამდებობა თუ ვიქნებით საჯარო მოხელეები”, – უთხრა იონათამიშვილმა მეტრონომს.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა, დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებაც განაცხადა.

იტვირთბა....