ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კაკულია ზარდიაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე – ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ

“ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას.

როგორც კაკულიამ “მეტრონომს” განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე, მმართველ გუნდში უკვე “საკმარისი” შეფასებები გაკეთდა.

“საკმარისად შეაფასეს ეს ჩემს გუნდში და პრინციპში, არ ვაპირებ ამაზე რამე დამატებითი კომენტარის გაკეთებას”, – აცხადებს კაკულია.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა, დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებაც განაცხადა.

 

იტვირთბა....