aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შემოგვთავაზეს, გავრილოვი მედლით დაეჯილდოებინა პრეზიდენტს” – კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ არაერთი რისკი გაანეიტრალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თბილისში ჩატარების საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ არსებობდა რისკები, რომელთა გასანეიტრალებლად ხელისუფლებამ მუშაობა “თავიდანვე დაიწყო”.

ამის შესახებ კობახიძემ “იმედის” გადაცემაში “SWOT ანალიზი” ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, რისკები უკავშირდებოდა ამ ასამბლეას და მთავარი რისკ-ფაქტორი მდგომარეობდა იმაში, რომ პრეზიდენტი ამ ასამბლეის იყო რუსეთის დუმის წევრი – სერგეი გავრილოვი. თავიდანვე დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ ეს რისკ-ფაქტორები განეიტრალებულიყო. რისკ-ფაქტორი იყო ისიც, რომ რუსეთის დელეგაციაში იყვნენ დეპუტატები, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი…

19 ივნისს დავანახეთ რამდენიმე რისკი, რომელსაც ანსამბლეის სამდივნო გვთავაზობდა. მაგალითად, ერთ-ერთი რისკი იყო ის, რომ ჩვენ შემოგვთავაზეს გავრილოვის დაჯილდოება გარკვეული მედლით თუ ორდენით და ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტს. დავინახეთ რისკი და ამ მიზეზით, ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს მონაწილეობა არ მიეღო ასამბლეის გახსნაში და გავანეიტრალეთ ეს რისკი. ეს იყო პირველი რისკი.

იყო ასევე შემოთავაზება, რომ 2 ქვეყნის პატრიარქის სიტყვები ყოფილიყო წარმოდგენილი გახსნაზე – ილია მეორესი და რუსეთის პატრიარქის, მასპინძელ ქვეყანასთან ერთად მხოლოდ ერთი ქვეყნის პატრიარქის მიმართვა უნდა ყოფილიყო წარდგენილი. შესაბამისად, ჩვენ თვითონ ვიზრუნეთ იმისათვის, რომ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სიტყვები მოგვეპოვებინა და წარგვედგინა ასამბლეაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ასევე საუბრობს იმ რისკებზეც, რომელთა გათვლაც ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სკანდალის გამო, კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

იტვირთბა....