ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასწავლებელი სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა დიპლომიც მომცეს, ის წამოვიღე” – თადუმაძე

სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე – ასე გამოეხმაურა შალვა თადუმაძე მისი დიპლომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

“მე მესია ხომ არ ვარ? ვერ ავიღებ ჩემ თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას. მე შემიძლია ვისაუბრო ჩემ თავზე, ჩემს დიპლომზე. ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის, მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და მე ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ 1997 წლამდე ამ ქვეყანაში საბჭოთა განათლების კანონი მოქმედებდა” – განაცხდა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

იტვირთბა....