ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა მიმოწერა ამოიღო FBI-მ სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

ზაზა სარალიძე დღეს შსს-ში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მონაწილე პირების პირად მიმოწერას გაეცნობა. როგორც ჟურნალისტებს სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, მიმოწერა,  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული ინფორმაციის მომცემი იქნება.

“დღეს ჩვენ გავეცნობით მიმოწერას, რომელიც ბავშვებმა აწარმოეს ერთმანეთში დანაშაულის დღეს და შემდგომ დღეებშიც. საუბარია 4-5 არასრულწლოვნის ჩანაწერზე, მათ შორის, არის მიხეილ კალანდიას ჩანაწერები”, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ, რომლის ინფორმაციითაც, მიმოწერა ამერიკის ფედერალური ბიუროს მეშვეობით, „ინსტაგრამიდან“ ამოიღეს.

არასრულწლოვნები – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო სარალიძე საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

იტვირთბა....