„თუ ქართულ კინოკლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო, „ქართული ოცნების” რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ნასწავლი და კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სახლში ზის და სამსახურს ეძებს. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ „ქართული ოცნების” რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება, არაკომპეტენცია და არა სამშობლოსადმი თავდადება”
ანა დოლიძე – უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრი
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.