ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გაწირავს თუ არა „ოცნება“ კალაძეს – დავით ჭიჭინაძე კალაძის გუნდზე საუბრობს

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულმა ოცნებამ“ თვითგანახლების პროცესი დაიწყო, მაგრამ  რამდენად დროულია ეს და ვისით ჩაანაცვლებს, ეს მეორე საკითხია. მისი თქმით, რადგან იმდენად ბევრნი არიან ეს „კოლექტიური ზარდიაშვილები“, რომ  „ოცნება“ მაშინ პრაქტიკულად უსისხლოდ უნდა დარჩეს.

“ამასთან, ფაქტია ისიც, რომ  ზარქუამაც კი უარი თქვა ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა არა იმიტომ, რომ პარლამენტარობა არ სურს. საქმე იმაშია, რომ აუდიტის სამსახურმა,  რომელიც  საკმაოდ კარგად, ინტენსიურად და ეფექტურად მუშაობს, ბოლო პერიოდში  33 დასკვნა დადო, მაგრამ არცერთ მათგანზე პროკურატურის მიერ საქმის გამოძიება არ დაწყებულა. აუდიტის დასკვნებს შორისაა საქმე, რომელიც ენერგეტიკის სფეროს ეხება. უფრო კონკრეტულად საუბარია ელექტროსისტემაში 72 მილიონიან ზარალზე, კორუფციაზე, ასტრალურ პრემიებზე, უმართავ ხარჯებზე…” – აცხადებს ჭიჭინაძე.

“გაწირავს თუ არა „ოცნება“ კალაძეს და რატო თქვა ზარქუამ პარლამენტის წევრობაზე უარი” – ასე სვამს საკითხს დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, დასკვნა დაიდო 4 ოქტომბერს და პროკურატურამ გამოძიებაც პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო. ზარქუა კი, სწორედ იმ გუნდის, ანუ კალაძის გუნდის, წევრია, რომელსაც დღეს პრობლემა წაუყენეს.

“აი ამიტომ ათქმევინეს ზარქუას პარლამენტის წევრობაზე უარი, თორემ ის კომიტეტის სხდომებსაც კი დიდი ენთუზიაზმით  ესწრებოდა.” – აცხადებს ჭიჭინაძე.

 

იტვირთბა....