დღეს დილით ორხევში, მუხაძის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ნათლიას ბრალი ედება ნათლულის მკვლელობაში.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.
მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
საგამოძიებო მოქმედებების დროს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.