ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) მერი მოსახლეობამ მანქანაზე თოკით მიაბა და ქალაქში ათრია მექსიკაში

მექსიკაში, დე ლას მარგარიტას მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მერიის შენობიდან  მერი, ხორხე ლუის ესკანდონი გამოიყვანეს, გაკოჭეს და პატრულის მანქანას მიაბეს. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ შემოატარეს ქალაქი ადგილობრივებმა მანქანაზე მიბმული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი. ინფორმაციას და ვიდეოს ამის შესახებ გამოცემა EL HERALDO ავრცელებს.

მომხდარის შემდეგ, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, თავდაპირველად 11 ადამიანი დააკავეს. ამ ეტაპზე დაკავებულთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. მათ მიმართ ბრალდებები უკვე წარდგენილია. ამის შესახებ შტატის პროკურატურა იუწყება.

ამ მომენტისთვის, მერი დაცულია. ის სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

როგორც გამოცემა EL HERALDO იუწყება, მოსახლეობის მოთხოვნა დაპირებების შესრულება და ქალაქში გაფუჭებული გზების მშენებლობის განხორციელებაა.

 

 

იტვირთბა....