ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეს არის დანაშაული, რომელიც თავის დროზე იქნება გამოძიებული” – გოცირიძე 20 ივნისის მოვლენებზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე იმ ფაქტს, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ, დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო, ვიდრე აქციის მონაწილე, შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური რესპრესიების კლასიკურ მაგალითს უწოდებს.

გოცირიძემ “მეტრონომთან” აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ჩადენილი დანაშაული თავის დროზე გამოძიებული იქნება.

“ეს არის შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება და კლასიკური მაგალითი. დამნაშავეებს აფარებენ ხელს ფაქტობრივად, აღკვეთის ღონისძიება ყველა პოლიციელს მოუხსნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ჯანმრთელობის კუთხით, დატოვეს ციხეში. ამიტომ, ეს არის არამარტო უსამართლო და ცინიკური დამიკიდებულება, არამედ ეს არის დანაშაული, რომელიც თავის დროზე იქნება გამოძიებული”, – განაცხადა გოცირიძემ.

საიამ მთავარ საგამოძიებო ორგანოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა მაკო გომურს, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს გავითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა.

იტვირთბა....