aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასოწარკვეთილი ვარ, დამეხმარეთ” – თბილისში მოპედი დაიწვა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ვახო ახმეტელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ დაიწვა მისი მოპედი.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ვახო გლოვოში მუშაობს და მას დახმარება სჭირდება.

“დღეს სამსახურში მივდიოდი, ბაკი გავავსე და ორ წუთში მისიგნალებს მანქანა და მეუბნება, ცეცხლი გიკიდიაო. გადმოვხტი და მივაგდე. შემდეგ ეს დაემართა, რასაც ვიდეოში ხედავთ.

ჩემი შემოსავალი ეს მოპედი იყო, ვმუშაობ გლოვოში.
ამ კვირაში თუ ვერ დავაგროვე საათების მინიმუმი, ავტომატურად დავკარგავ სამსახურს.
სასოწარკვეთილი ვარ და არ ვიცი ახლა რა უნდა ვქნა.

ბანკი სესხს არ მომცემს, ვერც განვადებას გავაკეთებ, იმიტომ რომ ხელფასი ბარათზე არ მერიცხება.
სხვა გზა ვერ ვიპოვე და მინდა გთხოვოთ დახმარება.

ვინც მიცნობს, ვინც არ მიცნობს, ვინც ციტათი მიცნობს და შეუძლია/აქვს სურვილი დამეხმაროს, მე დავწერ ჩემს ანგარიშის ნომერს და ვინც კი შეძლებთ და ჩამირიცხავთ, ზუსტ დედლაინს ვერ გეტყვით მაგრამ რაღაც დროში, მაქსიმუმ 6 თვეში, აუცილებლად დაგიბრუნებთ ყველას.

GE72TB7023345061100071

TBC მიმღები: ვახტანგ ახმეტელი
დანიშნულება: მოპედისთვის” – წერს ახმეტელ სოციალურ ქსელში. 

იტვირთბა....