უკვე კარგა ხანია დაწყებულია რიკოთის მაგისტრალზე ახალი გზის მშენებლობა. გთავაზობთ ვიდოეროლიკს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორი იქნება ახალი გზა.
როგორი იქნება რიკოთის ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას ახალი გზა იხილეთ ვიდეოში (ქვევით).
ამ დროისთვის, აქტიური სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. ხევი-უბისას მონაკვეთზე, სამობილიზაციო სამუშაოების 75%-ზე მეტი დასრულებულია და დარჩენილი რესურსების მობილიზება ხდება. აღნიშნულ მონაკვეთზე, 20 გვირაბიდან, სამუშაოები მიმდინარეობს 7 გვირაბზე და 35 ხიდიდან 11 ხიდზე. ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამუშაოები 6 გვირაბზე და 5 ხიდზე ხორციელდება, ამასთანავე გრძელდება მიწის და სხვა ტიპის სამუშაოები.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.