ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როგორც ჭაში ჩაგდებული კენჭები, ასე არის ჩვენ სასამართლოში შეტანილი საქმეები” – დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ სასამართლო სისტემის შეფასებისას განაცხადა, რომ როგორც ჭაში ჩაგდებული კენჭები, ასე არის სასამართლოში შეტანილი საქმეები.

ანა დოლიძე აცხადებს რომ მან გასულ წელს სააპელაციო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა ამ დრომდე სასამართლო სხდომა არ დანიშნულა.

„დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შევიტანე გასული წლის 13 ნოემბერს. გვრიტიშვილმა დამაბრალა, რომ რუსეთის აგენტი ვარ. საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს აქვს 5-თვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყველა ვადა დაარღვია. ეს აიხსნება იმით, რომ სასამართლოს „კლანი“ რომელთანაც დაკავშირებულია დიმიტრი გვრიტიშვილი, ელოდება რომ თვითონ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, რადგან ჩემს საქმეს შემდგომ მისივე მოსამართლეები დახვდნენ უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იტვირთბა....