დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს საარსებო მინიმუმი გვეუბნება, რომ ერთ ზრდასრულ ადამიანს, კვებაზე განათლებაზე, ჯანდაცვაზე კომუნალურებზე, ტრანსპორტზე, უნდა ეყოს 189 ლარი.
ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან რეალური საარსებო მინიმუმი 390 – 400 ლარია.
“მთელი პრობლემა იმაშია, რომ ამას არავინ გიმტკიცებს, უბრალოდ აქვეყნებენ და მთელი სოციალური პოლიტიკა არის მორგებული ამ 189 ლარზე, თურმე პენსიები რომ გაიზრდება და 220 ლარი გახდება, ყველა კარგად იცხოვრებს, თურმე ამ აბსურდულ საარსებო მინიმუმს პენსია ასცდა.
საარსებო მინიმუმის პარამეტრები უნდა გადაიხედოს – დღეს 70 % არის საკვები კომპონენტი, თანაც კალორაჟი დაბალია და გადატენილია პურითა და ბურღულეულით, ხორცი თევზი არაა შეტანილი, ქვეყანა არ არსებობს სადაც საარსებო მინიმუმის 70 % საკვებია და დანარჩენი 30%. ყველგან პირიქითაა – ჯანდაცვა, განათლება და ა.შ – 70 % და საკვები 30 %. ამასთანავე, საარსებო მინიმუმი 189 ლარი კი არ არის, არის 390-400 ლარი”. – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა TV პირველის ეთერში.
მისივე თქმით, სანამ მთავრობა ნაბიჯს გადადგამს და საარსებო მინიმუმს შეცვლის, მანამდე სახელფასო მინიმუმი უნდა დაწესდეს.
“შემოგვაქვს მინიმალური ხელფასის კანონმდებლობა, ვარეგისტრირებთ ამ კვირაში. 229 000 დასაქმებულს აქვს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი. მსოფლიოს ქვეყნების 90 %- ს აქვს დადგენილი მინიმალური ხელფასი. რადგან სტანდარტები არ არსებობს, ქვეყანაში დაბალი ხელფასის ხარჯზე ახდნენენ დამსაქმებლები მოგების გენერირებას. თუ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნებაფარისევლობა. შედით Jobs.ge – ზე, ვაკანსიების უმრავლესობას დააკვირდით, ანაზღაურება 300 -250 ლარია, რომელი სოციალურად დაუცველი წავა და 14 სთ 290 ლარად იმუშავებს?” – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.