ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-ს განცხადება: რა მოხდა საკრებულოში – დამტვრეული ტექნიკა და დასუფთავებული ოფისი ინციდენტის შემდეგ

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საკრებულოს თანამშრომელ თამთა თოდაძისა და „ქართული ოცნების” დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმემ. თავად, თამთა თოდაძე აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას. მისი თქმით, ოფისში დაპირისპირების დროს დაზიანდა კომპიუტერი და პრინტერი, თუმცა, ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ ოფისში ყველაფერი მისუფთავებული დახვდათ. ამის შესახებ მან “პირველის” ეთერში განაცხადა.

სოციალურ ქსელში კი ბოლო დროს გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მომხდარ ფაქტს.

თუმცა გამოძიება დაწყებულია და წესით, მიუკერძოებელი გამოძიების შემთხვევაში სიმართლე უნდა გაირკვეს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც კი გააკეთა.

“112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. თავდაპირველად მოხდა ზარის ინიციატორთან და მის დედასთან გასაუბრება. შემდგომ ისინი გადაყვანილი იქნენ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. მოცემულ სსს-ზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სსს-ზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....