ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვანო ზარდიაშვილმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ვანო ზარდიაშვლს დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას უწონებს.

ზოიძემ “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ზარდიაშვილმა “სწორი და ღირსეული ნაბიჯი” გადადგა.

“ასეთ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი დამოუკიდებლად ოჯახთან და საკუთარ სინდისთან ერთად, თუ საჭიროა, გუნდთან კონსულტაციებსაც ატარებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ზარდიაშვილს გადაწყვეტილების მიღებამდე “ქართული ოცნების” წევრებთან კონსულტაცია, ზოიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი “ამხანაგურ სასამართლოებს” არ აწყობს.

“ვისთან ჩაატარა კონსულტაციები ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, შექმნილ სიტუაციაში სწორი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ამხანაგურ სასამართლოებს ნამდვილად არ ვაწყობთ, თუ ეს გაინტერესებთ. მან გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ რეპუტაციული ზიანი არ გაღრმავებულიყო მასთან, მის ოჯახთან და მთლიანად გუნდთან მიმართებაში. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდა ამ ფასეულობებს და ამ ღირებულებებს. თანამდებობა მთავარი არ არის – ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ ღირსეული ნაბიჯია”, – უთხრა “მეტრონომს” ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

იტვირთბა....