“ეს ზარდიაშვილის პიროვნული გადაწყვეტილება არ არის. ის გუნდმა აიძულა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თორემ ზარდიაშვილისნაირი ნატურები თავისი ნებით ტალახიდან არ ამოდიან, ეს მათთვის საარსებო გარემოა. თუმცა, ის შეიძლება კვლავ დარჩეს ზურგში არსებულ ფორმალურ თუ არაფორმალურ კონტაქტ პერსონად სასამართლო სისტემასა და პარლამენტს შორის. ზარდიაშვილი მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იქნებოდა დარტყმის მთავარი მიმართულება, ამიტომაც ასეთ ფიგურებს ჩამოიშორებენ საარჩევნო წელს”
ხათუნა ლაგაზიძე, ანალიტიკოსი
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის მანდატი დატოვა.